5 თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა. ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ბსუ-ს ლექტორის თამარ ნიკურაძის წიგნის „ციგრიტი“ საჯარო კითხვა მოეწყო. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, ავტორმა ბსუ-ს სტუდენტთან ქეთი ცინცაძესთან ერთად წიგნიდან ამონარიდები წაიკითხა და სტუმრებს პერსონაჟების, გეოგრაფიული სახელებისა და გამოგონილი დაავადებების შესახებ სახალისო დავალებები მისცა.
წიგნში აღწერილია 21-ე საუკუნის დაავადება, რომლის გამომწვევი მიზეზები და საიდუმლო გამოსავალიც მხოლოდ ავტორმა იცის. თვითდამკვიდრების რთულ გზაზე პერსონაჟები უცნაურად იქცევიან. ამ უცნაური ქცევების უკან კი ე.წ. დაავადებებია, რომელთაც ავტორმა შესაბამისი სახელები მოუძებნა. საშიში დაავადება ციგრიტი სწრაფად ვრცელდება. ციგრიტის ვაქცინა „ციგრიტის“ წაკითხვაა.
უკან |