შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებით, დამტკიცდა სასწავლო წლის ახალი აკადემიური კალენდარი. მიმდინარე სასწავლო სემესტრი დასრულდება 6 ივნისს, ხოლო დასკვნითი და განმეორებითი გამოცდები, სამაგისტრო და საბაკალავრო ნაშრომების დაცვები და აკადემიური ხარისხების მინიჭების სხდომები ჩატარდება 8 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით დისტანციური ფორმით, აკადემიური სტანდარტების სრული დაცვით.
ჩამოთვლილი აქტივობების შესრულებისათვის თუ აუცილებელია სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების საუნივერსიტეტო სივრცეში გამოცხადება-პირდაპირი კომუნიკაცია, ამ შემთხვევაში გამოცდები და ნაშრომთა დაცვა შედგება პანდემიასთან დაკავშირებული დადგენილი შეზღუდვების მოხსნის მეექვსე ეტაპის, 27 ივნისის შემდეგ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით.
საუნივერსიტეტო სივრცეში ჩასატარებელი გამოცდებისა და აკადემიური დაცვების შესახებ ინფორმაცია, რომელიც განისაზღვრება შესაბამისი ფაკულტეტების მიერ, მოგეწოდებათ შემდეგ კვირაში.
უკან |