საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 102 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

სურათი

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა სამეცნიერო კონფერენციით აღნიშნეს. კონფერენცია  გახსნეს და მონაწილეებს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე მიულოცეს ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა მარინა გიორგაძემ. სესიაზე ბსუ-ს მკვლევარებმა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, 102 წლის წინ განვითარებული მოვლენები შეაფასეს.

სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: „პოლიტიკური ვითარება საქართველოში 1917 წლის მარტი - 1918 წლის თებერვალი“, „პოლიტიკური მოვლენები ბათუმის ოლქში (1917 წელი)“, „ბათუმის საზავო კონფერენცია და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა“, „ეკლესია და სახელმწიფო საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1918-1921 წლებში)“,  „საზოგადოებრივი ვითარება ქუთაისში საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოცხადებისას“,  „იოსებ გრიშაშვილი - რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ მებრძოლი პოეტი“  და „ლიტერატურა და პოლიტიკა - 26 მაისი, 1918 წელი“.

კონფერენცია ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით ZOOM-ის ონლაინ პლატფორმაზე ჩატარდა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა