აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ ბსუ-ს ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა დაათვალიერა

სურათი

აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან მერაბ ხალვაშთან და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარესთან ავთანდილ კასრაძესთან ერთად, ბსუ-ს ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა დაათვალიერა.  თანამედროვე სტანდარტების ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა დასრულდა და მიმდინარეობს ინტერიერის მოწყობა. შენობის პირველ სართულზე ტექნოპარკი, ხოლო მეორე და მესამე სართულზე პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი განთავსდება, რომელიც ფუნქციონირებას შემოდგომაზე დაიწყებს.

ტექნოპარკი რეგიონის ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს სახელმწიფოს მხარდაჭერით ინოვაციური იდეები რეალურ ბიზნესად აქციონ და განავითარონ თავიანთი სტარტაპიდეები, ხოლო პროფესიული პროგრამების მართვის ცენტრში 11 ავტორიზებული პროფესიული პროგრამა 255 სტუდენტით განაგრძობს ფუნქციონირებას.

თითოეული პროგრამისთვის შეიქმნება ყველა ის აუცილებელი გარემო, რაც საჭიროა პროფესიული პროგრამების განხორციელებისთვის. ადაპტირებული  სასწავლო აუდიტორიები, ლაბორატორიები, კომპიუტერული კლასები, ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზები. მოეწყობა ტრენინგ-ცენტრი, რომელიც მოემსახურება პროფესიული პროგრამების მომზადება-გადამზადებას და სხვა სახის ტრენინგების ჩატარებას.

ბსუ-ს ახალი სასწავლო კორპუსი აჭარის მთვარობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 3 მლნ-მდე ლარია გამოყოფილი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა