სტუდენტთა საყურადღებოდ, დაიწყო შიდა მობილობის პროცესი!

1) საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველმა  ბსუ-ს სტუდენტებმა 2020  წლის 17, 18, 19, 20 აგვისტოს ჩათვლით  ბსუ-ს პორტალის მეშვეობით უნდა წარმოადგინონ  შემდეგი დოკუმენტები:

ა)  განცხადება (რექტორის სახელზე);

ბ) პირადობის დამადასტურებელი  მოწმობის  ასლი; 

გ) სასწავლო ბარათის ასლი;

დ) ცნობა  სტუდენტის სტატუსის შესახებ;

2) აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველებმა (სტატუსშეჩერებულმა პირებმა) ბსუ-ს სტუდენტებმა 17, 18, 19, 20 აგვისტოს ჩათვლით, 10 საათიდან 16 საათამდე,  უნდა წარმოადგინონ  შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება (რექტორის სახელზე);

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ასლი; 

გ) სასწავლო ბარათის  ასლი;

დ) სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ ბრძანების ასლი;

3) აღიარებული კრედიტების თაობაზე დასკვნების  გაცნობა და  თანხმობის შესახებ განცხადების წარმოდგენა 2020  წლის,  26, 27, 31 აგვისტო, 1 სექტემბრის ჩათვლით იწარმოებს ბსუ-ს პორტალის მეშვეობით;

4) ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებული პირის აღდგენის წესით ჩარიცხვა განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველი სრულად დაფარავს ფინანსურ დავალიანებას;

საკონტაქტო პირი    577 44 54 00

  ბრძანება

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა