ერაზმუს+-ის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ (Curriculum Innovation for Social Inclusion - CISI) ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის ჩართული ქართველი პარტნიორების სამუშაო შეხვედრები ტარდება. ხუთი დღის განმავლობაში შეხვედრების მონაწილეები სამუშაო ჯგუფების მიერ მომზადებულ ახალ სასწავლო კურსებს და დაგეგმავენ დისტანციური მუშაობის შემდგომ ნაბიჯებს. ასევე გაანალიზებული იქნება პროექტის განხორციელებაზე COVID19 ის გავლენა და დროული რეაგირების მექანიზმები.
ვორკშოფების მუშაობაში დისტანციურად ჩაერთვებიან პროექტის უცხოელი პარტნიორები.
ახალი სასწავლო კურსები ინტეგრირებული იქნება CISI-ის პარტნიორი ქართული უნივერსიტეტების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებში. კურსები მომავალ პედაგოგებს საშუალებას მისცემს, შეიძინონ განვითარების სხვადასხვა დარღვევის მქონე მოსწავლეებთან მუშაობისთვის საჭირო ცოდნა და უნარები. ამ დრომდე, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სპეციალურ განათლებასთან დაკავშირებული მხოლოდ რამდენიმე ზოგადი კურსი ისწავლება.
პროექტის ფარგლებში განვითარდება სასწავლო კურსები, რომლებიც ეხება:
1. სენსორული განვითარების დარღვევის მქონე მოსწავლეებთან მუშაობის თავისებურებებს;
2. ინტელექტუალური და დასწავლის უნარის დარღვევების მქონე მოსაწავლეებთან მუშაობის თავისებურებებს;
3. ემოციური და ქცევითი დარღვევების მქონე მოსწავლეებთან მუშაობის თავისებურებებს.
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა სპეციალური მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზეც.
შეხვედრებში მონაწილეობენ შემდეგი პარტნიორი ქართული და უცხოური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და არასამთავრობო ორგანიზაციები:
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ);
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბსუ);
- იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თესაუ)
- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აწსუ);
- საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;
- განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC);
- „მარიანი“;
- მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის (MAEE);
- Univerzita Palackeho v Olomouc (PUO) ოლომუკის პალასკის უნივერსიტეტი (PUO);
- UNIVERSITY OF WARSAW (UW) ვარშავის უნივერსიტეტი (UW).
CISI საგრანტო პროექტის კოორდინატორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
უკან |