ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემოდგომის სემესტრში აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები 2020-2021 სასწავლო წელს სწავლის სემესტრულ საფასურს გადახდიან (ადმინისტრაციული რეგისტრაცია) სამ ეტაპად.
ადმინისტრაციული რეგისტრაციის ეტაპები:
I ეტაპზე - 2020 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით გადახდილი უნდა იქნეს სემესტრული სწავლის საფასურის არანაკლებ 40%;
II ეტაპზე – 2020 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით გადახდილი უნდა იქნეს სემესტრული სწავლის საფასურის არანაკლებ 30%;
III ეტაპზე – 2020 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით გადახდილი უნდა იქნეს სემესტრული სწავლის საფასურის არანაკლებ 30%.
ბსუ-ში 2020 წლის შემოდგომაზე აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული პირველსემესტრელი სტუდენტები სწავლის სემესტრულ საფასურს გადაიხდიან (ადმინისტრაციული რეგისტრაცია) სამ ეტაპად.
პირველსემესტრელი სტუდენტების ადმინისტრაციული რეგისტრაციის ეტაპები:
ა) I ეტაპზე - არაუგვიანეს 2020 წლის 16 სექტემბრისა, აბიტურიენტთა ბსუ-ში ჩარიცხვის მიზნით რეგისტრაციისას, ხელშეკრულების გაფორმებისთანავე: არანაკლებ 800 ლარისა - იმ პირის მიერ, ვისაც არა აქვს მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტი ან სახელმწიფო პროგრამული დაფინანსებით სწავლის უფლება; არანაკლებ 340 ლარისა - იმ პირის მიერ, ვისაც მოპოვებული აქვს 50%-იანი სასწავლო გრანტი; არანაკლებ 200 ლარისა - იმ პირის მიერ, ვისაც მოპოვებული აქვს 70%-იანი სასწავლო გრანტი);
ბ) I ეტაპზე - არანაკლებ 800 ლარისა, 2020 წლის 24 -25 სექტემბერს, მაგისტრანტობის კანდიდატთან ხელშეკრულების გაფორმებისთანავე;
გ) I ეტაპზე - არანაკლებ 1000 ლარისა, 2020 წლის 24 -25 სექტემბერს, დოქტორანტობის კანდიდატთან ხელშეკრულების გაფორმებისთანავე;
დ) II ეტაპზე (2020 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით) და III ეტაპზე (2020 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით) აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული პირველსემესტრელი სტუდენტების მიერ სწავლის საფასურის დარჩენილი ნაწილი უნდა დაფაროს თანაბარწილადი შენატანით.
სწავლის საფასურის გადახდა იწარმოებს შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა; მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში; ბანკის კოდი - TRESGE22; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 7 0901 7289 - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასური; დანიშნულებაში უნდა მიეთითოს: სტუდენტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ფაკულტეტი, საგანმანათლებლო პროგრამა და სწავლის წელი (კურსი).
გადახდილი სწავლის საფასურის (კრედიტების საფასურის) სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში ავტომატურად ასახვის მიზნით შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ბანკში საბილინგო სისტემა. გადახდა ასევე შესაძლებელია სწრაფი ჩარიცხვის აპარატებისა და ელექტრონული გადახდების სისტემებიდან.
უკან |