
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების სარეზიდენტო პროგრამებზე: სარეზიდენტო პროგრამა - ,,თერაპიული სტომატოლოგია“, პროგრამის ხანგრძლივობა (11 თვე); სარეზიდენტო პროგრამა - ,,ორთოპედიული სტომატოლოგია“, პროგრამის ხანგრძლივობა (15 თვე); მომიჯნავე სპეციალობაში გადამზადების პროგრამა ,,ორთოპედიული სტომატოლოგია“, პროგრამის ხანგრძლივობა (6 თვე) და სპეციალიზაციის პროგრამა ,, „ბავშვთა და მოზარდთა თერაპიული სტომატოლოგია“ (3 თვე).
დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების მიღების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
	1. სარეზიდენტო პროგრამა - ,,თერაპიული სტომატოლოგია“;
	2. სარეზიდენტო პროგრამა  -  ,,ორთოპედიული სტომატოლოგია“;
	ა) განცხადება;
	ბ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან ცნობა);
	გ) მაძიებლის მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული  ასლი  ან ცნობა;
	დ) ავტობიოგრაფია (cv);
	ე) ფოტოსურათი 3x4 – 2 ცალი;
	ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
3. მომიჯნავე სპეციალობაში გადამზადების პროგრამა ,,ორთოპედიული სტომატოლოგია“
	ა) განცხადება;
	ბ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
	გ) თერაპიულ სტომატოლოგიაში  დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის  დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
	დ) სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული  საქმიანობის  რეგულირების სააგენტოს   თანხმობა გადამზადების კურსის (6 თვე ) გავლის თაობაზე სპეციალობაში ,,ორთოპედიული სტომატოლოგია“;
	ე) ავტობიოგრაფია (cv);
	ვ) ფოტოსურათი 3x4 – 2 ცალი;
	ზ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
4. სპეციალიზაციის პროგრამა - „ბავშვთა და მოზარდთა თერაპიული სტომატოლოგია“
	ა) განცხადება;
	ბ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
	გ) თერაპიულ სტომატოლოგიაში  დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის  დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
	დ) ავტობიოგრაფია (cv);
	ე) ფოტოსურათი 3x4 – 2 ცალი;
	ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს 2020 წლის 21 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით, დისტანციური წესით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე -info@bsu.edu.ge
| უკან | 
