სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონული პორტალი ამოქმედდა

სურათი

სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე ელექტრონული პორტალი student.moh.gov.ge დღეიდან ამოქმედდა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით , პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარება გაიცემა:

2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის ანაზღაურების მიზნით ან/და 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 2020 წლის 1-ლი იანვრიდან წარმოშობილი სწავლის საფასურის დავალიანების დაფარვის მიზნით.

სტუდენტებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და 2020 წლის 1-ლი სექტემბრის მდგომარეობით სარეიტინგო ქულა ნაკლებია 150 000-ზე, არ სჭირდებათ რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე.

ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნება მშობელს, რომელიც რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“, სარეიტინგო ქულა ნაკლებია 150000-ზე და სტუდენტი შვილი არ არის გათვალისწინებული ოჯახის წევრად.

სტუდენტის მშობელი რეგისტრაციისას უთითებს:

ა) საკუთარ სახელს, გვარს და პირად ნომერს;

ბ) სტუდენტი შვილის სახელს, გვარს, პირად ნომერს, საჭიროების შემთხვევაში ატვირთავს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და დაბადების მოწმობის ასლებს.

დამუშავებული სია გადაეცემა განათლების სამინისტროს, რომელიც განახორციელებს შესაბამის პროცედურებს, რათა მოხდეს 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის ან/და 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 2020 წლის 1- ლი იანვრიდან წარმოშობილი სწავლის საფასურის დავალიანების დაფინანსება.

ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია შესაძლებელია 2020 წლის 1- ელ ნოემბრამდე

რეგისტრაციის ინსტრუქცია


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა