ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი ონლაინ რეჟიმში დაიწყო. სასწავლო პროცესი სწავლების სამივე საფეხურზე zoom-ის ონლაინ პლატფორმის საშუალებით განხორციელდება. 2020-2021 სასწავლო წელს, ბსუ-ში 1 291 პირველკურსელი ჩაირიცხა, რომელთაგან 104 გრანტის მფლობელია, ხოლო 400-მდე სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ, 10 პრიორიტეტულ პროგრამაზე ისწავლის. პირველკურსელებს სასწავლო წლის დაწყება უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისევ ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში. საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე აბიტურიენტთა განაცხადების პირველი მითითებით, ბსუ საქართველოს სამ მოთხოვნად უნივერსიტეტს შორისაა.
უკან |