პროექტი სტუდენტებისთვის „ფრთხილად, დეზინფორმაციაა!"

სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითი ცენტრი თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, ქუთაისისა და თელავის უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის ახორციელებს პროექტს „ფრთხილად, დეზინფორმაციაა!".

სტუდენტებთან სააუდიტორიო შეხვედრა ონლაინ რეჟიმში წარიმართება და მოიცავს 15-20 წუთიან პრეზენტაციას დეზინფორმაციის შესახებ. მოხსენების შინაარსი დაფარავს დეზინფორმაციის ცნების განმარტებას, მის გამომწვევ მიზეზებსა და ხელშემწყობ ფაქტორებს, დეზინფორმაციის გამოვლენის ფორმებს, დეზინფორმაციის განხორციელებისმიზნებსა და შედეგებს, ასევე, დეზინფორმაციასთან ბრძოლოს მექანიზმებს, ინდიკატორებს, რომლებიც ყველა მომხმარებელს აძლევს საშუალებას საკმაოდ ეფექტიანად გაფილტროს დეზინფორმაციული ნარატივი.

შეხვედრის მეორე ნაწილში წარიმართება დისკუსია აუდიტორიასთან. დისკუსიის შემდეგ გაიმართება ერთგვარი სახალისო „ქვიზი", „Kahoot-ის" ფლატფორმის გამოყენებით, რაც ერთი მხრივ, შეხვედრაში მონაწილეებს დაეხმარება მოსმენილი ინფორმაციის გააზრებაში, ხოლო მეორე მხრივ, ცენტრი შეძლებს დამსწრე აუდიტორიის ცნობიერების გაზომვას დეზინფორმაციის საკითხებზე.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერები არიან „ფონდი პროდემოსი" და „სექტორი 3". 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა