განცხადება

სურათი

გარდაიცვალა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი მადონა ფალავანდიშვილი. დოქტორმა მადონა ფალავანდიშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პედაგოგიკის განვითარებასა და მომავალი თაობების აღზრდაში. მისი სამეცნიერო ინტერესის სფერო იყო უმცროსკლასელთა ზნეობრივი აღზრდის თანამედროვე პრობლემები. მადონა ფალავანდიშვილი წლების განმავლობაში ლექციებს კითხულობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში და 2014 წლიდან იყო ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა