ბსუ-ში ტოლერანტობის დღე დისკუსიითა და ფოტო-ნახატების გამოფენით აღინიშნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფოტო-ნახატების ონლაინ გამოფენა „ჩემი თვალით დანახული ტოლერანტობა“ გაიმართა. ღონისძიება ევროსაბჭოს, ანტიდისკრიმინაციული დეპარტამენტის DG-II-ის პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული  დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ხელშეწყობით, კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა.

გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის,  ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა, ბათუმის №2, ქართულ-ამერიკული სკოლის, კერძო სკოლა „იუჯის“, ფრანგულ-ქართული სკოლის,  თბილისის  სენტ-ეგზიუპერის, 65-ე სკოლის,    წყალტუბოს,  სამტრედიის, ლანჩხუთის, ახალციხის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებმა. ასევე, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო  მესამე საჯარო სკოლასთან არსებული საკვირაო სკოლის და 26-ე სკოლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა ნამუშევრები.

თანასწორობის კვირეული ითვალისწინებს მრავალფეროვნებისა და თანასწორობის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლებას,  დისკრიმინაციის მსხვერპლთა ინფორმირებას ხელმისაწვდომი სამართლებრივი მექანიზმების შესახებ. ფოტო-ნახატების გამოფენა მიზნად ისახავდა  სტუდენტებსა და მოსწავლეებში  ტოლერანტული პრინციპებისა და ღირებულებების ფორმირებას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა