საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას (ან საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი) უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე, ბსუ-ს პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე პროფესიული სტუდენტი/სტუდენტი (შემდეგში ,,ბსუ-ს სტუდენტი“) ვალდებულია საქართველოში სწავლის ნებისმიერ ეტაპზე დაზღვეული ჰქონდეს ჯანმრთელობა და უბედური შემთხვევა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 სექტემბრის N572 დადგენილებით განსაზღვრული პირობებით.
ბსუ-ს სტუდენტის დაზღვევის პოლისის მოქმედების ვადა (ხანგრძლივობა) არ უნდა იყოს ერთ სემესტრზე ნაკლები და უნდა ფარავდეს სადაზღვევო შემთხვევებს (,,სადაზღვევო პოლისის მოქმედების ვადის განმავლობაში უეცარი ავადმყოფობით ან უბედური შემთხვევით გამოწვეული სამედიცინო მომსახურებისა და რეპატრიაციის ხარჯები“) საქართველოს მთავრობის N572 დადგენილების მე-4 მუხლით განსაზღვრული, შემდეგი სადაზღვევო ლიმიტების დაცვით:
№ |
მომსახურება |
დაფარვა |
ლიმიტი (ლარი) |
1.1. |
24/7 ცხელი ხაზი |
100 % |
ულიმიტო |
1.2. |
სასწრაფო გადაუდებელი დახმარება |
100 % |
ულიმიტო |
1.3. |
გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება ავადობით გამოწვეული/გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება უბედური შემთხვევით გამოწვეული |
100 % |
ულიმიტო |
1.4. |
გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება ავადობით გამოწვეული/გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება უბედური შემთხვევით გამოწვეული |
100 % |
20 000 |
1.5. |
გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება |
100 % |
ულიმიტო |
1.6. |
რეპატრიაცია |
100 % |
10 000 |
1.7. |
COVID-19-თან დაკავშირებული მომსახურება |
100 % |
30 000 |
1.8. |
სადაზღვევო თანხა |
100 % |
70 000 |
ბსუ-ს სტუდენტები, რომლებიც 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე ან დაგეგმილი აქვთ ამავე სემესტრის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა, განემარტოთ, რომ ვალდებულნი არიან არაუგვიანეს 2020 წლის 20 ნოემბრისა, წარმოადგინონ სადაზღვევო პოლისის ასლი ბსუ-ს ოფიციალურ ელ. ფოსტაზე - info@bsu.edu.ge. სტუდენტის მიერ ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბსუ-ს ადმინისტრაცია უფლებამოსილია სტუდენტი არ დაუშვას სასწავლო პროცესში და შუეჩეროს სტუდენტის სტატუსი, თანახმად ბსუ-ს რექტორის 2020 წლის 13 ნოემბრის N01-02/145 ბრძანებისა.
იხილეთ შემდეგი დოკუმენტები:
- ბსუ-ს რექტორის 2020 წლის 13 ნოემბრის N01-02/145 ბრძანება.
- ,,საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე სტუდენტის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პირობებისა და წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 სექტემბრის N572 დადგენილება;
(დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოს შესაბამისი ფაკულტეტის ადმინისტრაციას).
ბრძანება 01-02/145მთავრობის დადგენილება N572
უკან |