გილოცავთ შობა-ახალ წელს!

სურათი

დამდეგ შობა-ახალ წელს ვულოცავ ჩვენს   ძვირფას სტუდენტებს, პატივცემულ პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერ-თანამშრომლებს, დამხმარე და ადმინისტრაციულ პერსონალს, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს და მის გულშემატკივრებს!  უპირველეს ყოვლისა, მინდა გისურვოთ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. 2021 წელი თქვენთვის ყოფილიყოს მშვიდობის, სტაბილურობის, სიკეთის, სიყვარულის, ბედნიერებისა და ახალი წარმატებების წელი!

2020  რთული გამოწვევების წელი აღმოჩნდა, კორონა ვირუსისაგან დასაცავად დაწესებულმა  შეზღუდვებმა რადიკალურად შეცვალა მსოფლიოს  ცხოვრების წესი - დისტანციურ რეჟიმში მუშაობა ყოველდღიურობად იქცა.  ჩვენი უნივერსიტეტიც 2020 წლის მარტიდან ონლაინ სწავლების ფორმატზე გადავიდა და სხვადასხვა პლატფორმების გამოყენებით, მცირე დროში შეძლო სწავლების სრულყოფილად წარმართვა. რომ არა თითოეული თქვენგანის აქტიური ჩართულობა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, უნივერსიტეტი ვერ შეძლებდა ამ გამოწვევების  გამკლავებას - სწავლების შეუფერხებლად გაგრძელებას, რისთვისაც თითოეული თქვენგანი განსაკუთრებულ  მადლობას იმსახურებთ.

უნივერსიტეტმა, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, არაერთი პროექტი განახორციელა, მაგრამ განსაკუთრებული მადლობა ჩვენს  სტუდენტებს, რომლებიც  COVID 19-ით ინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობენ. მადლობა თქვენ, მაღალი სამოქალაქო ცნობიერებისა და პროფესიული პასუხისმგებლობისათვის!

კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! ვიმედოვნებ, რომ ცხოვრება მალე დაუბრუნდება ჩვეულ რიტმს და 2021 წლის გაზაფხულის სემესტრში ერთმანეთს  უნივერსიტეტში შევხვდებით!


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა