DRIVE Democracy – გახდი პროექტის მონაწილე!

სურათი

აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD) აცხადებს მონაწილეების მეორე ნაკადის მიღებას პროექტის – “რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაცით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისთვის” (DRIVE Democracy: Developing Regional Information and Voter Empowerment for Democracy) ფარგლებში.  DRIVE Democracy ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) თანამშრომლობით.

პროექტით გათვალისწინებული აქტივობები ემსახურება, ამომრჩეველთა ინფორმირებასა და გაძლიერებას, არჩეული  თანამდებობის პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის ხარისხობრივ გაზრდასა და პოლიტიკური პარტიების პროგრამებში მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებას. პროექტი, ასევე, მიმართულია საქართველოში პოლიტიკური და დემოკრატიული კულტურის გაუმჯობესებისკენ.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

აპლიკაციების მიღება ცხადდება თელავში, გორში, ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში აქტიური, სამოქალაქო ინიციატივებით, მოხალისეობრივი საქმიანობით, საჯარო პოლიტიკისა და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის 18 წლიდან. პროექტში მონაწილეობა უფასოა.

რას ითვალისწინებს პროექტი?

პროექტი მოიცავს ინტენსიურ ტრენინგ–კურსს, რომლის შემდეგაც მონაწილეები ჩაერთვებიან რეგიონული განვითარების საჭიროებების კვლევასა და პოლიტიკის დოკუმენტის მომზადებაში, მონაწილეობას მიიღებენ მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის ფორმატის შეხვედრებში, სამოქალაქო კონგრესსა და საგრანტო კონკურსში. ონლაინ ტრენინგები დაიწყება 2021 წლის თებერვალში და დასრულდება აპრილში, ხოლო პროექტით გათვალისწინებული სხვა აქტივობები ეტაპობრივად, 2021 წლის მანძილზე განხორციელდება.

როგორ ხდება მონაწილეთა შერჩევა?

პროექტის მონაწილეები შეირჩევიან ონლაინ-აპლიკაციისა და გასაუბრების შედეგად.  აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 2021 წლის 17 იანვარი.

მეტი ინფორმაციისთვის EECMD-ის და/ან პროექტის შესახებ ეწვიეთ ვებგვერდს

ეს საქმიანობა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი მხარდაჭერით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული.

აპლიკაციების მიღება ცხადდება თელავში, გორში, ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა