- აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველმა, ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ,,განათლება“ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის და თსუ-ს, სტუდენტებმა (სტატუსშეჩერებულმა პირებმა) ერთობლივ „განათლების მეცნიერებები“ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე (9 ვაკანტური ადგილი) ჩარიცხვის უფლების მოპოვებისათვის, 2021 წლის 27,28,29 იანვრის ჩათვლით ბსუ-ს ელექტრონულ მისამართზე-info@bsu.edu.ge უნდა გადმოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
 
- განცხადება;
 - პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
 - ცნობა დოქტორანტის სტატუსის შესახებ;
 - სასწავლო ბარათი (სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ათვისებული სასწავლო და სამეცნიერო კომპონენტის მითითებით);
 - დოქტორანტის სავარაუდო ხელმძღვანელ(ებ)ის თანხმობის წერილი;
 - სადოქტორო თეზისის კვლევის ანოტაცია (საკვლევი თემის პრობლემა, აქტუალობა, კვლევის მეთოდები და პრაქტიკული ღირებულება-არაუმეტეს 2 გვერდისა);
 - დოქტორანტი ვალდებულია მმართველის საბჭოს წინაშე წარმოადგინოს საკვლევი თემის ანოტაცია ინგლისურ ენაზე.
 
- შიდა რიგგარეშე მობილობის ვადები განისაზღვროს შემდეგნაირად:
 
- დოკუმენტაციის მიღება - 2021 წლის 27,28, 29 იანვარი;
 - გასაუბრება-2021 წლის 1, 2, 3, 4, 5 თებერვალი;
 - ათვისებული კრედიტების აღიარება-2021 წლის 15 თებერვალი;
 - კრედიტების აღიარების დასკვნაზე თანხმობის შესახებ განაცხადის რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება-2021 წლის 16, 17 თებერვალი;
 - მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების მომზადება 2021 წლის 19 თებერვალი.
 
საკონტაქტო პირი-577 44 54 00
| უკან | 
