5-7ივლისის ჩათვლით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კულტურის პოლიტიკის ექსპერტის კონსტანტინე ნაცვლიშვილის საჯარო ლექციების ციკლი ტარდება. ლექციებზე კონსტანტინე ნაცვლიშვილი განიხილავს ისეთ აქტუალურ თემებს როგორიცაა: ,,კულტურული ფასეულობების დაცვის ისტორიული და სამართლებრივი ასპექტები,“ ,,კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრობლემები“, ,,ქალაქი და კულტურის პოლიტიკა“. ლექციის ფარგლებში გაიმართება ფილმის ,, განძის მცველები“ ჩვენება და შედგება დისკუსია. ლექცია-სემინარებს ბსუ-ს სტუდენტები და საზოგადოების სხვა დაინტერესებული პირები ესწრებიან.
უკან |