ბსუ-ს სტუდენტი ცისნამი შარაშიძე ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს კონკურსის გამარჯვებულია

სურათი

ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ევროპეისტიკის სამაგისტრო პროგრამის  სტუდენტი ცისნამი შარაშიძე (სამაგისტრო  ნაშრომის ხელმძღვანელი პროფესორი ნატალია სურგულაძე) ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს კონკურსის „ჩემი სადისერტაციო თემა 180 წამში“ გამარჯვებულია. AUF-ის, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს მიერ ორგანიზებულ კონკურსში მონაწილეობდა 11 შერჩეული დოქტორანტი და მაგისტრანტი საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. ჟიურის გადაწყვეტილებით, ცისნამი შარაშიძეს მეორე ადგილი ერგო.

ცისნამი შარაშიძემ ფრანგულ ფილოლოგიაში  დამატებითი პროგრამა გაიარა და სწავლა განაგრძო მაგისტრატურაში, ფრანგული ფილოლოგიის მიმართულებით. მას მონაწილეობა აქვს მიღებული საფრანგეთის ქალაქ პუატიეს უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში და „ერაზმუს+“-ის  გაცვლით პროგრამაში რუანის უნივერსიტეტში.

გამარჯვებულები  AUF-ის, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს მიერ სხვადასხვა ჯილდოთი დაჯილდოვდებიან.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა