ბსუ-ს დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამის კურსდამთავრებულებმა ინდოეთში უცხოურ სამედიცინო კურსდამთავრებულთა გამოცდა (FMGE) წარმატებით ჩააბარეს

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამის პირველი ნაკადის კურსდამთავრებულმა სტუდენტებმა წარმატებით ჩააბარეს ინდოეთში უცხოურ  სამედიცინო კურსდამთავრებულთა გამოცდა (FMGE), რომელიც ინდოეთში ყოველ 6 თვეში ერთხელ ტარდება. გამოცდაზე სტუდენტები  19 განსხვავებულ საგანს აბარებენ. მიმდინარე წელს გამოცდაზე 18 000 სტუდენტი დარეგისტრირდა, რომელთაგან დაახლოებით 4 000–მა გადალახა საგამოცდო ბარიერი. მათ შორის არიან ბსუ-ს დიმპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამის კურსდამთავრებულები: აშიშ კუმარი- 178; ვაიბჰავ ბაბელი - 176; რავი კუმარი -175; ჰუკამ ჩანდ საინი - 171; რაჰულ სეერვი - 158; დევენდრა შარმა - 153 და შუბჰამ რანეჯა - 150 ქულით.

ინდოელ სტუდენტებს უფლება აქვთ განათლება მიიღონ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში იმ პირობით, რომ უნივერსიტეტი უნდა იყოს აფილირებული და აღიარებული ინდოეთის სამედიცინო საბჭოს მიერ. საზღვარგარეთ სწავლის დასრულების შემდეგ თუ სტუდენტი გადაწყვეტს სამშობლოში სწავლის/პრაქტიკის გაგრძელებას აღნიშნული გამოცდის ჩაბარება აუცილებელი პირობაა.

FMGE-ს ჩაბარების შემდეგ, კურსდამთავრებულებს უფლება აქვთ პროფესიული პრაქტიკა და სტაჟირება გაიარონ ინდოეთის ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში, ნებისმიერ კლინიკურ განყოფილებაში, ან კიდევ სწავლა გააგრძელონ უფრო მაღალ საფეხურებზე.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს კურსდამთავრებულებს მიღწეულ შედეგებს და უსურვებს წარმატებას პროფესიული განვითარების რთულ და გრძელ გზაზე.   


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა