ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დესისლავა ივანოვა 5-წლიანი მისიის პერიოდში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ნაყოფიერი თანამშრომლობის შეჯამების მიზნით ბსუ-ს რექტორს, მერაბ ხალვაშს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს მადლობა გადაუხადეს ერთობლივი გაცვლითი პროგრამების, პროექტებისა და სხვადასხვა სახის საინტერესო ღონისძიებების განხორციელებისთვის. რექტორმა ელჩს შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.
უკან |