„Erasmus+“-ის პროექტის „ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლის განვითარება და დანერგვა საქართველოს უსდ-ებში“ მეორე ეროვნული შეხვედრა ბსუ-ში

სურათი
26-29 ივლისს,   ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა  ,,Erasmus+“-ის  საგრანტო პროექტის „ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და  სწავლის განვითარება და დანერგვა საქართველოს უსდ-ებში“  („Developing and Implementing Technology-Enhanced Teaching and Learning at Georgian HEIs”/DITECH), პროექტის ნომერი: 618766-EPP-1-2020-1-EE-EPPKA2-CBHE-JP) მეორე ეროვნულ შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ კონსორციუმის წევრი საქართველოს უნივერსიტეტები: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - კოორდინატორი საქართველოში,  ილიას სახელმწიფო უნი¬ვე¬რსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნვერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
 
პროექტის ძირითადი მიზანია უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება საქა-რ¬თ¬ველოს უნივერსიტეტებში ტექნოლოგიით გაძლიერებული სწავლება-სწავლის განვი¬თა¬რებისა და დანერგვის გზით. პროექტის ფარგლებში, შეიქმნება ინოვაციური საბაკალავრო და სამაგისტრო სასწავლო კურსები და ტრენინგკურსები აკადემიური პერსონალის ციფრული კომპეტენციისა და უნარების გასა¬უ¬მ¬ჯობესებლად, მოხდება ცოდნის გადაცემის მეთოდების დივერსიფიკაცია, მათ შორის ონლაინ/შერეული სწავლების საშუალებით. პროექტის ძირითადი სამიზნე ჯგუფებია  სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და მომავალი/მოქმედი მასწავლებლები.
 

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა