26 აგვისტო 2021 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტის თეა ბარამიძის გარდაცვალების გამო. ვერაგმა ვირუსმა კიდევ ერთი ახალგზარდა იმსხვერპლა, ახალბედა დედა კოვიდთან ბრძოლაში დამარცხდა. ჩვენთვის რთულია თეაზე წარსულში საუბარი, ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, ნათესავებსა და მეგობრებს.