22 სექტემბერი 2021 წელი
ბსუ-ს სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატებთან ხელშეკრულებები გაფორმდება 2021 წლის 23, 24, 27 სექტემბერს, 10 საათიდან 17 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქუჩა N32/35, აუდიტორია N16.
მაგისტრანტობის უფლებამოპოვებული პირმა რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინოს:
-
განცხადება (შევსებული დანართის 2 შესაბამისად);
-
პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
-
ერთიანი სამაგისტრო საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი;
-
ბაკალავრის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის (თანდართული დანართით) ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ბსუ-ს კურსდამთავრებულთათვის - ბსუ-ს მიერ დამოწმებული, ხოლო 2021 წელს კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე), უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
-
ორი ფოტოსურათი, ზომით 3X4–ზე, ელექტრონული ვერსია CD დისკზე;
-
წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
-
სხვა დოკუმენტი, თუკი ითვალისწინებს შესაბამისი სამაგისტრო პროგრამა;
-
სწავლის საფასურის გადახდის ქვითარი (არანაკლებ 800 ლარისა).
სწავლის საფასურის გადახდა იწარმოებს შემდეგ რეკვიზიტებზე:
-
მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა;
-
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში;
-
ბანკის კოდი -TRESGE 22;
-
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 7 0901 7289 – (უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასური);
-
დანიშნულებაში უნდა მიეთითოს: სტუდენტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ფაკულტეტი, სპეციალობა, კურსი;
ბსუ-ს სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებული პირი უფლებამოსილია 26 სექტემბრის ჩათვლით წარმოდგენილი წერილობითი განცხადებით (ბსუ-ს ელ. ფოსტაზე info@bsu.edu.ge) უარი განაცხადოს ხელშეკრულების გაფორმებაზე და ბსუ-ში ჩარიცხვაზე.
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი
იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი
ტექნოლოგიური ფაკულტეტი
ტურიზმის ფაკულტეტი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი