სეზონური სკოლა „ეკოლოგიური პრობლემები და გარემოსდაცვითი განათლება“ იმართება

სურათი

ბსუ-ს ორგანიზებით სეზონური სკოლა „ეკოლოგიური პრობლემები და გარემოსდაცვითი განათლება“ იმართება. ოთხდღიანი სეზონური სკოლის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, საზღვაო აკადემიის სტუდენტები და ბათუმის №1, №2 და №15 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებს გაეცნობიან. სწავლების მიზანია ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, გარემოს დაბინძურებით გამოწვეული სავალალო შედეგების და გარემოს დაცვის მნიშვნელობის აუცილებლობის გაცნობიერება.
ოთხი დღის განმავლობაში ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები სეზონური სკოლის მონაწილეებს გააცნობენ რადიაციული მდგომარეობის, ბუნებრივი და კულტურული ლანდშაფტების, ეკოსისტემების, ჰაბიტატების დეგრადაციის  მიზეზებს,  ბიომრავალფეროვნების და კონსერვაციის პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს. ახალგაზრდები ასევე მიიღებენ ინფორმაციას კლიმატის ცვლილებისა და ბიომრავალფეროვნების კავშირისა და საქართველო-თურქეთის ტრანსსასაზღვრო ზოლში  გავრცელებული  მცენარეთა ძირითადი მავნებლების და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შესახებ.

   სეზონური სკოლის პროგრამა

  1. „რადიაციული მდგომარეობის ანალიზი საქართველოში“. ბსუ-ს პროფესორი დავით ბარათაშვილი;
  2. „გარემოს დაბინძურება, დაავადებების განვითარების მაპროვოცირებელი ფაქტორი“. ბსუ-ს ასოც.პროფ. ნინო ლომთათიძე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი-პარაზიტოლოგი ია დავითაძე;
  3. „ნარჩენების მართვის თანამედროვე ტექნოლოგიები“. აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი,  ქიმიისა და ინჟინერიის დოქტორი, მარინე გვიანიძე;  
  4. „ბიომრავალფეროვნების და კონსერვაციის პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“. ბსუ-ს ასისტენტ პროფესორი ინგა დიასამიძე;
  5. ბათუმის ბოტანიკური ბაღის ფიტოგეოგრაფიული განყოფილებების ბიომრავალფეროვნების გაცნობა. ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოადგილე დავით ხარაზიშვილი; დეპარტამენტის უფროსი გია ბოლქვაძე. (პრაქტიკული მეცადინეობა)
  6. „კლიმატის ცვლილებისა და ბიომრავალფეროვნების კავშირი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში“. ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის უნივერსიტეტის პროფ. აიდინ თუფექჩიოღლუ;
  7. „საქართველო-თურქეთის ტრანსსასაზღვრო ზოლში  გავრცელებული  მცენარეთა ძირითადი მავნებლები და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები“. ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის პროფესორი თემელ გოქთურქი, ბსუ-ს ასისტ.პროფ. გუგული დუმბაძე, ასოც.პროფ.ლალი ჟღენტი;
  8. „სუქცესიური პროცესები მდ. აჭარისწყლის ხეობის ბუნებრივ ეკოსისტემებში". ბსუ-ს ასოც. პროფ. ნანი გვარიშვილი;
  9. „ზოგიერთი სუბტროპიკული კულტურის ბიოეკოლოგიური თავისებურებანი აჭარის ტენიან სუბტროპიკულ ზონაში“. ბსუ-ს ბიომრავალფეროვნებისა და ფიტოპათოლოგიის კვლვითი ინსტიტუტის მთავარი მეცნ.თანამშრომელი ნინო ქედელიძე;
  10. ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის საცდელ-საკოლექციო ნაკვეთზე არსებულ სუბტროპიკულ კულტურათა კოლექციის  გაცნობა. ბსუ-ს ბიომრავალფეროვნებისა და ფიტოპათოლოგიის კვლვითი ინსტიტუტის დირექტორი გურამ მემარნე, მთავარი მეცნ.თანამშრომელი ნინო ქედელიძე, მეცნ.თანამშრომელი ქეთევან მემარნე.  (პრაქტიკული მეცადინეობა).
  11. „საზღვაო გარემოს მყარი ნარჩენებით დაბინძურება, კვლევის მეთოდოლოგია და პრობლემის მოგვარების გზები". ქიმიის და ინჟინერიის დოქტორი ირინა ბარამიძე;
  12. ზღვაში მდ.კინტრიშით ჩატანილი  მყარი ნარჩენებით სანაპირო ზოლის დაბინძურების შეფასება ქობულეთის ტერიტორიაზე. (პრაქტიკული მეცადინეობა);
  13. „იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნომინაციაში ნომინირებული  მტირალას ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნების გაცნობა“. მტირალას ეროვნული პარკის დირექტორი დავით ხომერიკი, ბუნებრივი  რესურსების უფროსი სპეციალისტი თორნიკე ტაბატაძე. (პრაქტიკული მეცადინეობა).

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა