
შიდა მობილობის პროცესი!
1) საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველმა ბსუ-ს სტუდენტებმა
2022 წლის 17,18,21 და 23 თებერვლის 15:00 სთ-მდე ბსუ-ს ელექტრონულ მისამართზე:
chancellery@bsu.edu.ge უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება (განცხადების ნიმუში განთავსდება პორტალზე);
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) სასწავლო პროცესის ელექტრონული სისტემიდან ამოღებული სასწავლო ბარათის ასლი;
2) აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველებმა (სტატუსშეჩერებულმა პირებმა) ბსუ-ს სტუდენტებმა 2022 წლის 17,18,21 და 23 თებერვლის 15:00 სთ-მდე ბსუ-ს ელექტრონულ მისამართზე: chancellery@bsu.edu.ge უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება (განცხადების ნიმუში განთავსდება პორტალზე);
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) სასწავლო პროცესის ელექტრონული სისტემიდან ამოღებული სასწავლო ბარათის ასლი;
დ) ბსუ-ს სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ ბრძანების ასლი;
ე) ცნობა ბსუ-ში სწავლის ფინანსური დავალიანების დაფარვის შესახებ ან სწავლის საფასურის გადახდის ქვითარი, თუკი პირს ერიცხება სწავლის საფასურის დავალიანება.
3) კრედიტების აღიარების დასკვნაზე მობილობის მსურველის თანხმობის ან უარყოფის შესახებ განცხადების რეგიტრაცია იწარმოებს ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურში (კანცელარია) (ბსუ-ს მიერ აღიარების დასკვნის გაცნობის შემდეგ) 2022 წლის 24 და 25 თებერვლის ჩათვლით;
4) ფინანსური დავალიანების სტატუსშეჩერებული პირის აღდგენის წესით ჩარიცხვა განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ჩარიცხვის ბრძანების გამოცემის დროისათვის მას არ ერიცხება ფინანსური დავალიანება;
5) სტუდენტი, რომელიც ბსუ-ში ჩაირიცხა 2020 და შემდგომი წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მობილობის განაცხადის გაკეთებას შეძლებს, მხოლოდ იმ პროგრამაზე, რომელსაც შეესაბამება სტუდენტის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული სავალდებულო საგანი/საგნები.
საკონტაქტო პირი -577 44 54 00
გარე მობილობის პროცესი!
1) სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან ბსუ–ში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი სტუდენტი ვალდებულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე (
www.students.emis.ge) გაიაროს რეგისტრაცია 2022 წლის 28 იანვრიდან - 2022 წლის 8 თებერვლის 18:00 სთ-მდე და გადაიხადოს მობილობის საფასური (40 ლარი) .
2) სტუდენტებმა, რომელთაც მოიპოვეს მობილობის წესით ბსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლება, 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის, 2022 წლის 14 თებერვლის ჩათვლით ბსუ-ს ელექტრონულ მისამართზე chancellery@bsu.edu.ge უნდა გადმოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებისა და სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის დამოწმებული ასლი;
ე) სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/ცნობა სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ;
ვ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
3) კრედიტების აღიარების დასკვნაზე მობილობის მსურველის თანხმობის ან უარყოფის შესახებ განცხადების რეგიტრაცია იწარმოებს ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურში (კანცელარია) (ბსუ-ს მიერ აღიარების დასკვნის გაცნობის შემდეგ) 2022 წლის 15 და 16 თებერვალის 17:00 სთ-მდე.
მისამართი: ნინოშვილის ქუჩა № 35, ოთახი № 1 (კანცელარია)
საკონტაქტო პირი - 577 44 54 00
ბრძანება №01-02/12
ბრძანება №01-02/13
შიდა მობილობის განაცხადის ფორმა
გარე მობილობის განაცხადის ფორმა
მობილობის მსურველის თანხმობა
მობილობის მსურველის უარი