აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და გაეროს ბავშვთა ფონდი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით მართავს პირველ საერთაშორისო კონფერენციას საქართველოში, რომლის თემაა ხარისხიანი ადრეული განათლება და ზრუნვა: გამოწვევები, მიდგომები, ახალი პერსპექტივები ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების ჭრილში.
კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს აკადემიურ დისკუსიასა და ცოდნის გაზიარებას ადრეული განათლებისა და ზრუნვის ხარისხის, წვდომისა და ინკლუზიის საკითხებზე; უზრუნველყოს სფეროში მოღვაწე პროფესიონალების პროფესიული განვითარება და ფართო საზოგადოებისა და პოლიტიკის განმსაზღვრელთა ცნობიერების ამაღლება ადრეული განათლების მნიშვნელობაზე.
ორდღიანი კონფერენცია თავს მოუყრის პროფესორებს, მკვლევრებსა და სტუდენტებს, წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობიდან, პარლამენტის წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წევრებს, წარმომადგენლებს გაეროს სააგენტოებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ადგილობრივი მთავრობისა და ადრეული განათლების სფეროს წარმომადგენლებს, ასევე პრაქტიკოსებს სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.
კონფერენციის სამუშაო ენა არის ქართული და ინგლისური.
კონფერენციის თემატური მიმართულებები
- COVID-19 პანდემიის გავლენა ადრეულ განათლებასა და ზრუნვაზე
- ახალი გამოწვევები, ინოვაციური და ალტერნატიული მიდგომები ადრეულ განათლებაში
- თამაში და სწავლა
- ბავშვის უფლებები ადრეულ განათლებაში
- პროფესიული კომპეტენციები, ახალი კადრების მომზადება, პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და გამოწვევები ადრეული განათლებისა და ზრუნვის სფეროში
- კვლევა ადრეული ასაკის ბავშვებთან
- რეგულაციები, სახელმწიფო სტანდარტები ადრეული განათლების სფეროში
- კულტურა და საზოგადოება
- მშობელთა ჩართულობა და პოზიტიური მშობლობის მხარდაჭერა
- ინკლუზიური პრაქტიკა, ადრეული ინტერვენცია, მულტიდისციპლინური თანამშრომლობის შესაძლებლობები ადრეული განათლების ჭრილში
- ადრეული განათლების სფეროს მართვა, პოლიტიკა და დაფინანსება
თეზისების, სრული მოხსენებებისა და პრეზენტაციების წარდგენა
ჩვენ ვიწვევთ მონაწილეებს ადრეული განათლებისა და ზრუნვის საკითხებზე ზეპირი ან პოსტერის (სასტენდო) პრეზენტაციებისთვის თეორიული, ემპირიული ან პრაქტიკაზე დაფუძნებული თეზისების წარმოსადგენად.
კონფერენციის თეზისების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 10 მარტი, 18:00 სთ. (საქართველოს დროით). კონფერენციის თეზისები უნდა გაიგზავნოს კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტში შემდეგ ელფოსტაზე: nalelishvili@unicef.org; ელფოსტის სახელწოდებაში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს: „თეზისი - ადრეული განათლებისა და ზრუნვის კონფერენცია“.
კონფერენციის სრული მოხსენებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 28 აპრილი, 18:00 სთ. (საქართველოს დროით). კონფერენციის სრული მოხსენებები უნდა გაიგზავნოს კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტში შემდეგ ელფოსტაზე: nalelishvili@unicef.org; ელფოსტის სახელწოდებაში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს: „მოხსენება - ადრეული განათლებისა და ზრუნვის კონფერენცია“.
კონფერეცნიის პრეზენტაციების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 16 მაისი, 18:00 სთ (საქართველოს დროით). კონფერენციის პრეზენტაციები უნდა გაიგზავნოს კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტში შემდეგ ელფოსტაზე: nalelishvili@unicef.org; ელფოსტის სახელწოდებაში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს: „პრეზენტაცია - ადრეული განათლებისა და ზრუნვის კონფერენცია“.
ფინანსური ხელშეწყობა
კონფერენციის ორგანიზატორები დააფინანსებენ სხვა რეგიონებიდან მონაწილე შერჩეული თეზისების ავტორების კონფერენციაში მონაწილეობის ხარჯებს (სასტუმროში განთავსება/კვება).
მოწვევა კონფერენციის მოხსენებების წარმოსადგენად: ქართული ინგლისური
შემდგომი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ნინო ალელიშვილს nalelishvili@unicef.org
დანართი
უკან |