21 მაისს, 11:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვთა უფლებების ცენტრი გაეროს ბავშვთა ფონდის, UNICEF-ის საგრანტო პროექტის „ბავშვთა უფლებების ცენტრის ცოდნის ცენტრად დაფუძნება ინკლუზიური და ბავშვთა უფლებებზე ორიენტირებული ცოდნის დამოკიდებულებებისა და პრაქტიკის დასანერგად“ ფარგლებში, ატარებს სტუდენტურ ონლაინ სამეცნიერო კონფერენციას „ბავშვის უფლებები და უსაფრთხო სკოლა“.
კონფერენცია ტარდება ონლაინ რეჟიმში, zoom-ის პლატფორმით.
კონფერენციის მოხსენებების თემატიკა:
- ბავშვის უფლებები და უსაფრთხო სკოლა;
- მედია და ბავშვის უფლებები
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველები 2022 წლის 15 მაისამდე დარეგისტრირდით ბმულზე: https://forms.gle/wLBtz2Liizzagmz7A
საკონტაქტო პირები:
ნატო შეროზია - 577 173707
დალი დობორჯგინიძე- 577 586558
უკან |