აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა. საგრანტო კონკურსის ფარგლებში განხორციელდება ხუთი პროექტი, რაც ითვალისწინებს სამეცნიერო კონფერენციებისა და სეზონური სკოლების ჩატარებას.
გამარჯვებული პროექტები
სამეცნიერო კონფერენციები:
- „ჰუმანიტარული მეცნიერებები ინფორმაციულ საზოგადოებაში IV“ -ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, პროექტის ხელმძღვანელი პროფესორი მარინე გიორგაძე;
- „შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე“ - ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი, პროექტის ხელმძღვანელი როინ მალაყმაძე;
- „საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის მე-12 საერთაშორისო კონფერენცია“ ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი, პროექტის ხელმძღვანელი - პროფესორი ლელა თურმანიძე.
სეზონური სკოლები:
- „ლიტერატურისა და ლიტერატურული პროცესის შემსწავლელი სეზონური სკოლა“ - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი ნანა ტრაპაიძე
- „პოლიტიკური მეტყველების კულტურა საჯარო გამოსვლებსა და დებატებში“ - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი მზია ხახუტაიშვილი.
უკან |