7 ივნისი 2022 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,სტუდენტთა საგანმანათლებლო, კულტურულ-შემოქმედებითი და სპორტული სახის პროექტები 2022’’ კონკურსი დასრულდა. კონკურსში მონაწილე 13 პროექტიდან დაფინასება მოიპოვა შემდეგმა 9 პროექტმა:
-
„მომავლის ინოვაციური სივრცე“ - პროექტის ავტორი: ელენე კურტანიძე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი, ბიოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;
-
„საქართველოს ახალგაზრდული სამიტი 2022 - Youth Summit of Georgia 2022“ - პროექტის ავტორი: გოგა ბაუჟაძე, იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;
-
„Gather2gether“ - პროექტის ავტორი: ნანა გვარიშვილი, იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;
-
„ესეების კონკურსი - თანამედროვე ეკონომიკის გამოწვევები“ - პროექტის ავტორი: გვანცა ზოიძე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ეკონომიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;
-
„კორპუსლინგვისტიკური ანალიზატორის შექმნა და კორპუსლინგვისტიკის კვლევითი მეთოდოლოგიის შესახებ ცნობიერების ამაღლება ბსუ-ს სტუდენტებს შორის“ - პროექტის ავტორი: თამთა ნაგერვაძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ლიტერატურათმცოდნეობის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;
-
„ითამაშე-N“ - პროექტის ავტორი: ქრისტინა შაინიძე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის, მედიცინის ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;
-
„ევროპისა და აზიის კულტურათაშორისი კომუნიკაცია“ - პროექტის ავტორი: ლაშა ბოლქვაძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ლინგვისტიკის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;
-
„ფოტო-ვიდეო ხელოვნების კლუბი - Photo-Video Art Club“ - პროექტის ავტორი: თამრიკო ზოიძე, იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საჯარო მმართველობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;
-
„თანამედროვე მედიცინის კვალდაკვალ“ - პროექტის ავტორი: მარი ტყეშელაშვილი, მედიცინის ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი
კონკურსი მიზნად ისახავს აქტიური სტუდენტური ცხოვრების, არაფორმალური განათლების, სახელოვნებო-შემოქმედებითი საქმიანობის, მასობრივი სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებასა და ხელშეწყობას.