„ციფრული-სკოლა საქართველო”

სურათი

11-12 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში (სააქტო დარბაზი) გაიმართება პროექტის „ციფრული-სკოლა საქართველო” შემაჯამებელი კონფერენცია. პროექტი ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებული  პროექტია, რომელიც ესტონეთის წარმატებული გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად განათლებაში ტექნოლოგიების ეფექტიანად დანერგვის უზრუნველსაყოფად. „ციფრული სკოლა - საქართველო” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმასთან მჭიდრო კავშირში.

კონფერენციაზე პროექტის მონაწილე 70 სკოლა (110 მონაწილე) საკუთარ ინოვაციურ პროექტს წარმოადგენს, თუ რას ნიშნავს „ციფრული სკოლა” მათ კონტექსტში და როგორ დანერგეს სკოლის ციფრული სტრატეგია. ასევე, ესტონეთიდან და საქართველოდან მოწვეული სტუმრები პრეზენტაციებს გააკეთებენ საგანმანათლებლო ტექნოლოგიების უახლესი ტენდენციების შესახებ.

პროექტის „ციფრული-სკოლა - საქართველო" ფარგლებში 2019-2022 წლებში სულ 120 სკოლის გუნდი (720 მონაწილე) მომზადდა,  როგორ შეიმუშაონ და განახორციელონ სკოლის ციფრული სტრატეგია თანამონაწილეობითი დიზაინის, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების, თანამედროვე ციფრული სასწავლო პრაქტიკის დანერგვით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა