საზაფხულო დიპლომატიური სკოლის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

სურათი

ბსუ-ში  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის საზაფხულო დიპლომატიური სკოლა ,,საქართველოს საგარეო პოლიტიკა და მისი პრიორიტეტები“ დასრულდა.  ბსუ-ს რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ელჩმა  მკვლევრებმა: მიხეილ უკლებამ, გიორგი ყარალაშვილმა, ნიკოლოზ რთველიაშვილმა, მერაბ ანთაძემ, თეიმურაზ შარაშენიძემ, სოსო დანელიამ და იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ლევან ჯაყელმა საზაფხულო სკოლის მონაწილე 50 სტუდენტს სერტიფიკატები გადასცეს. დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევრებმა 28 ივნისიდან 1-ლი ივლისის ჩათვლით ლექციები წაიკითხეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ მიმართულებებზე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა