დასრულდა ,,ქართული ლიტერატურისა და ლიტერატურული პროცესის შემსწავლელი სეზონური სკოლა“. ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაჯულტეტის დეკანმა მარინა გიორგაძემ სეზონური სკოლის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა. საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 30 სტუდენტს ხუთი დღის განმავლობაში ლექციები და სემინარები ჩაუტარეს ნანა ტრაპაიძემ (ბათუმი, ბსუ), ლექსო დორეულმა (თბილისი, თავისუფალი უნივერსიტეტი), დათო გაბუნიამ (თბილისი, ილიაუნი), ლევან ბერძენიშვილმა (თბილისი, ილიაუნი), დიანა ანფიმიადმა (თბილისი, ჯიპა) და ინგა ჟღენტმა (თბილისი, კავკასიის უნივერსიტეტი).
,,ქართული ლიტერატურისა და ლიტერატურული პროცესის შემსწავლელი სეზონური სკოლის“ პროექტი არის აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული სეზონური სკოლების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული.
პროექტის ავტორი და ხელმძღვანელია ბსუ-ის ასოცირებული პროფესორი, ლიტერატურათმცოდნე ნანა ტრაპაიძე.
უკან |