RURD-ის შემაჯამებელი შეხვედრები გაიმართა

სურათი

18-19 ივლისს ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, „ERASMUS+“- ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში - RURD-ის (Role of Universities in the Regional Development) -  შემაჯამებელი შეხვედრები გაიმართა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პროექტის შემაჯამებელ შეხვედრებს ესწრებოდნენ: ბსუ-ს რექტორი, პროფესორი მერაბ ხალვაში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მარინა გიორგაძე და სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსი ლევან ტარიელაძე.

შეხვედრებს ესწრებოდნენ როგორც პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების (ესპანეთი, ლიეტუვა, ავსტრია, ჩეხეთი), ასევე პროექტის მონაწილე საქართველოს 11 უნივერსიტეტის, ასევე  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის,  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა შეაჯამეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები, კერძოდ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა რეგიონული უნივერსიტეტების რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენცია, რეგიონისთვის დამახასიათებელი საკითხებისა და გამოწვევების განსახილველად. 19 ივლისს რეგიონული უნივერსიტეტების მიერ დაფუძნებული რექტორთა კონფერენციის მორიგი შეხვედრაზე განიხილეს უმაღლესი განათლების სისტემის დაფინანსების ახალი მოდელი; იმსჯელეს სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც: უნივერსიტეტებს, ბიზნეს სექტორსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ურთიერთობები , რეგიონულ პრიორიტეტებზე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა