17 აგვისტო 2022 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას პროფესიული გადამზადების პროგრამაზე ,,ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“. პროგრამაზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება 2022 წლის 18 აგვისტოდან 20 აგვისტოს ჩათვლით, ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე - http://vet.emis.ge. აპლიკანტთა შერჩევის ფორმა: გასაუბრება (ონლაინ) და გამოცდა (ტესტირება)
პროგრამის განხორციელების ვადები: 01.09.2022-24.09.2022
პროგრამის გავლის მსურველი უნდა ფლობდეს ჩამოთვლილი აკადემიური ხარისხიდან/პროფესიული კვალიფიკაციიდან ერთ-ერთს:
ბაკალავრის აკადემიურ ხარისხი საბუნებისმეტყველო, სიცოცხლის შემსწავლელი, გამოყენებითი ბიომეცნიერების, ბიოტექნოლოგიის, გარემოს დაცვის, აგრარული, სოფლის მეურნეობის, მედიცინის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფარმაციის, ფარმაკოლოგიის მიმართულებებით ან/და ლაბორატორიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ პროფესიულ კვალიფიკაციას შემდეგი მიმართულებით:
-
ნივთიერებებისა და მასალების ქიმიური ანალიზის ლაბორანტი;
-
ქიმიური და სასურსათო პროდუქტების ექსპერტი;
-
ქიმიური და კვების მრეწველობის უსაფრთხოების სპეციალისტი;
-
ქიმიური წარმოების სპეციალისტი;
-
ფარმაცევტული პრეპარატების წარმოების სპეციალისტი;
-
სამედიცინო და ფარმაცევტულ მოწყობილობათა ოპერატორი;
-
ფარმაცია და ფარმაციის თანაშემწე;
-
ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტი.
რეგისტრირებულმა აპლიკანტებმა ელექტორნულ ფოსტაზე: vocational@bsu.edu.ge 2022 წლის 21 აგვისტოდან 22 აგვისტოს ჩათვლით უნდა წარმოადგინონ:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხზე კონსულტაციისათვის დაგვიკავშირდით: 577-49-19-39.