2007 წლის 8 ნოემბერი - ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბევა

სურათი

2007 წლის 7 ნოემბერს თბილისში გამართული საპროტესტო აქციის დარბევა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა დაგმეს და 8 ნოემბერს აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს. ბსუ-ს ეზოში შეკრებილი ახალგაზრდები სპეცდანიშნულების რაზმმა ძალის გამოყენებით დაშალა. სპეცრაზმი უნივერსიტეტის შენობაში შეიჭრა, ლექციაზე მყოფი სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები დაარბია, ხელკეტებით ფიზიკურად გაუსწორდა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას აუდიტორიებში ცრემლსადენი გაზი გაუშვა. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა რამდენჯერმე მიმართა შესაბამის სამსახურებს, საკითხი ჯერ კიდევ არ არის გამოძიებული და დამნაშავეები დასჯილი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა