ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა გაიმართა. ახალგაზრდა მეცნიერებმა ღონისძიებაზე ისაუბრეს სამეცნიერო სფეროში მიღწეული წარმატების ისტორიებზე: კვლევის ეტაპებზე, გამოწვევებსა და სირთულეების გადალახვაზე, ასევე გაუზიარეს სასარგებლო რჩევები ახალგაზრდა, დამწყებ მეცნიერებსა და მეცნიერებით დაინტერესებულ პირებს. 2015 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 11 თებერვალი მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.
მრგვალი მაგიდის მოდერატორი - ფილოლოგიის დოქტორი, ბსუ-ს სამეცნიერო კვლევების სამსხურის უფროსი თამარ მაჭუტაძე.
მრგვალი მაგიდის მონაწილეები:
თეა ქოიავა - ბსუ-ს საბუნესბიმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი,
სამეცნიერო ინტერესის სფერო: მიკრობიოლოგია, იმუნოლოგია, გენეტიკა;
თათია ცეცხლაძე - ფილოლოგიის დოქტორი, სამეცნიერო ინტერესის სფერო: ლინგვისტიკა, გენდერი;
თამილა თურმანიძე - ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, სამეცნიერო ინტერესის სფერო: ეკონომიკური პოლიტიკა, გენდერი, შრომის ბაზარი;
მარიამ კორინთელი - ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, სამეცნიერო ინტერესის სფერო: თანამედროვე ქართული ლიტერატურა, თანამედროვე თარგმანის საკითხები;
მაკა მურადაშვილი - ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი, სამეცნიერო ინტერესის სფერო: მცენარეთა ბაქტერიული დაავადებები და მათთან ბრძოლის ალტერნატიული საშუალებები.
უკან |