„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრები - საქართველოსთან“ მემორანდუმი გაფორმდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრები - საქართველოს“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება მიზნად ისახავს ეკოლოგიური, გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად ერთობლივი საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტების განხორციელებას. დაიგეგმა ახალგაზრდული ფორუმის - მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციისთვის - ღონისძიებებში მონაწილეობა და თანამშრომლობა. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს ერთობლივი სამეცნიერო და საგანმანათლებლო გამოცემების მომზადებას, კონფერენციების ჩატრებას, გამოცდილების გაზიარებას და საერთაშორისო კონტაქტების განვითარებას ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა