„ჰორიზონტ ევროპის“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პროფესორ-მასწავლებლებს, მკვლევრებს, დოქტორანტებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს პროგრამის ეროვნულმა საკონტაქტო პირებმა (NCP) ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები გააცნეს, როგორებიცაა: მარია სკლადოვსკა კიურის აქციების ფარგლებში დაგეგმილი სამეცნიერო საგრანტო დაფინანსებების შესაძლებლობები, ჰორიზონტ ევროპის II სვეტის კლასტერები, კერძოდ, ჯანდაცვის, კულტურის, სამოქალაქო უსაფრთხოების, დიგიტალური ტექნოლოგიების, კლიმატის, სურსათის, სოფლის მეურნეობის და სხვა მიმართულებები.
პროგრამის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ქართულ სამეცნიერო სივრცეებში გაფართოების ჰორიზონტალური სვეტის (WIDENING) მნიშვნელობის და პერსპექტივის, საგრანტო პროექტის ბიუჯეტის შედგენისა და დასაშვებ ხარჯებთან დაკავშირებული საკითხები.
საინფორმაციო შეხვედრას უძღვებოდნენ „ჰორიზონტი ევროპის“ საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისების კოორდინატორი ლევან კვარაცხელია, „ჰორიზონტი ევროპის“ საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე და კოორდინატორი საპარტნიორო მიმართულებით ლუკა ქემოკლიძე და ეროვნული საკონტაქტო პირები: შორენა ბერიძე, ნინო როდონაია, ნინო ნანავა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, გაიმართა ინდივიდუალური კონსულტაციები სამიზნე ჯგუფებთან და დაინტერესებულ პირებთან.
საინფორმაციო შეხვედრა „ჰორიზონტ ევროპის“ საქართველოს ეროვნული ოფისის და ბსუ-ს „ჰორიზონტ ევროპის“ საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისის ინიციატივით გაიმართა.
უკან |