ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის ბიზნესის სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება მიზნად ისახავს ერთობლივი საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების განხორციელებას. მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტი დაეხმარება სკოლას თანამედროვე სწავლების ინოვაციური მიდგომების დანერგვაში და ხელს შეუწყობს მოსწავლეთა სწავლებას იმუნოგენეტიკის, ფარმაკოგნოზიის, ინ ვიტრო და ინოვაციების ლაბორატორიებში, ასევე სათბურსა და ფაბლაბში. პარალელურად, ბსუ-ს სტუდენტები სასწავლო პრაქტიკას გაივლიან კავკასიის ბიზნესის სკოლაში.
უკან |