ბსუ-ს აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA), აიდაჰოსა და მისისიპის უნივერსიტეტების ექსპერტების დელეგაცია ეწვია

სურათი

ბსუ-ს სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტის ფარგლებში, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ვაშინგტონისა და თბილისის ოფისის წარმომადგენლები, აშშ-ის აიდაჰოსა და მისისიპის უნივერსიტეტების ექსპერტები და ორგანიზაცია „მომავლის ფერმერის” წარმომადგენლები ეწვივნენ. ბსუ-ს რექტორთან მერაბ ხალვაშთან და პროფსორ-მასწავლებლებთან გამართულ შეხვედრაზე დელეგაციის წევრებმა ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამეტის წარმომადგენელმა ბენჯამინ კაირნმა, აიდაჰოს უნივერსიტეტის პროფესორმა ბრაინ სმოლმა, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორმა სტივენ რაიკლმა,  აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) თბილისის ოფისის წარმომადგენლებმა გოჩა შაინძემ და დემნა ძირკვაძემ ისაუბრეს  პროექტში უნივერსიტეტის ჩართულობასა და სამომავლო გეგმებზე. დაიგეგმა გრძელვადიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშევება, თევზის კვებისა და ჯანმრთელობის კვლევებში ბსუ-ს ჩართვა და ტრენინგებში სტუდენტების მონაწილეობა.

ხუთი დღის განმავლობაში აჭარის რეგიონის მეთევზე ფერმერებისათვის ქობულეთისა და ქედის მუნიციპალიტეტებში ტრენინგების ჩატარება თევზის კვებისა და ჯანმრთელობის თემებზე.

პროექტის განმახორციელებელი და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ადგილობრივი პარტნიორია „მომავლის ფერმერი“.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა