ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში DAAD-ის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ორგანიზებით, ვორქშოფი ჩატარდა თემაზე: „სამეცნიერო მუშაობა და შეცდომების გასწორება“. DAAD-ის წარმომადგენელმა მაქს ბორნმანმა სხვადახვა ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს პლაგიატის თავიდან აცილების წესებთან ერთად ციტირებისა და პერიფრაზირების საერთაშორისო სტანდარტები გააცნო. ვორქშოფის მონაწილეებმა ასევე შეისწავლეს აკადემიური წერის მნიშვნელოვანი საკითხები, რაც მათ დაეხმარება საბაკალავრო ნაშრომის შესრულებაში.
უკან |