ბსუ-ში სტუდენტებთან ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე შეხვედრა გაიმართა

სურათი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზაციის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა  და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით, ბსუ-ში სტუდენტებთან ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე შეხვედრა გაიმართა. ბსუ-ს რექტორი მერაბ ხალვაში სტუდენტებს მიესალმა და ნატო-საქართველოს ურთიერთობის მნიშვნელობაზე ესაუბრა. საქართევლოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა მრჩეველმა, ექსპერტმა ნათია გვენეტაძემ ახალგაზრდებს ნატოს სტრატეგიული კონცეფცია და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტუალური საკითხები გააცნო. ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ახორციელებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა