დისკუსია საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საკითხებზე

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ახალგაზრდული ფორუმი-მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციისთვის” ფარგლებში, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საკითხებზე პანელური ფორმატის დისკუსია გაიმართა. ფორუმი მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ინფორმირებულობის, ჩართულობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის გაზრდას, ინოვაციური ხედვების წარმოჩენას და ასახვას ამოცანების შესრულებისას, მათ შორის, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე.

ახალგაზრდული ფორუმი საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს ორგანიზებით ჩატარდა. ფორუმის მხარდამჭერებია არიან საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და შვედეთის სამეფოს საელჩო საქართველოში.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა