ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მსჯავრდებულებისთვის წიგნები შეაგროვა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეურთდა პროექტს „ჩვენი და ქვეყნის პროგრესისთვის - შეაგროვე ცოდნა". ინიციატივა ითვალისწინებს სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულისთვის 16 000-მდე წიგნის შეგროვებას. ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს მსჯავრდებულებისთვის საჩუქრად  მხატვრული ლიტერატურა გადასცეს.

პროექტი მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება და მასში ბსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებიც ჩაერთვებიან სლოგანით - „ერთი წიგნი ერთი ნაბიჯი პროგრესისათვის“.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა