საზაფხულო სკოლა ბათუმში „კონსტიტუციური მართლმსაჯულება“

სურათი

საზაფხულო სკოლა ბათუმში „კონსტიტუციური მართლმსაჯულება“

7-13 აგვისტო, 2023

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ორგანიზებით ქალაქ ბათუმში გაიმართება საზაფხულო სკოლა კონსტიტუციური მართლმსაჯულების აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ნებისმიერი ავტორიზებული უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტს.

საზაფხულო სკოლას უხელმძღვანელებენ პროფესორები:

მალხაზ ბეგიაშვილი - საქართველოს უნივერსიტეტი

მარი მარინაშვილი - საქართველოს უნივერსიტეტი

მალხაზ ნაკაშიძე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დავით ხობელია - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი

მონაწილეობის მსურველმა CV უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: mmarinashvili@gmail.com

საზაფხულო სკოლის ორგანიზატორები უზრუნველყოფენ მონაწილეთა განთავსებას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საცხოვრებელში (ქ. ბათუმი, ლეონიძის ქ. N15). მგზავრობისა და კვების ხარჯებს მონაწილე თვითონ ფარავს. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის თანხა შეადგენს 100 ლარს, რომელსაც სტუდენტი გადაიხდის კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მონაწილეობა უფასოა.

სკოლის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.

განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 1 ივნისი;

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

მ. მარინაშვილი, სამართლის დოქტორი - mmarinashvili@gmail.com, Tel.: 599309980;

მ. ნაკაშიძე, პროფესორი nakashidze.bsu@gmail.com Tel.: 577759284;


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა