
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. აბიტურიენტებს ბსუ-ს რექტორი მერაბ ხალვაში შეხვდა, უნივერსიტეტში სწავლის პირობები, საგანმანათლებლო პროგრამები გააცნო და მომავალ სტუდენტებს წარმატებები უსურვა. აბიტურიენტებმა ასევე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, კაბინეტ-ლაბორატორიები დაათვალიერეს და დეტალური ინფორმაცია მიიღეს საუნივერსიტეტო ცხოვრების შესახებ. შეხვედრის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებმა პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ერთად, სადემონსტრაციო ცდები ჩაატარეს იმუნოგენეტიკის, ქიმიის, კრიმინალისტიკისა და სინქრონული თარგმანის ლაბორატორიებში. ღონისძიება ხელვაჩაურის ახალგაზრდული ცენტრის პროექტის ,,აირჩიე შენი მომავალი პროფესია“ ფარგლებში გაიმართა.
პროექტის ფარგლებში, 2 მაისს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ქეთევან ბერიძემ ტრენინგი ჩაატარა თემაზე: ,,პროფესიული ორიენტაცია". ქეთევან ბერიძემ აბიტურიენტებს სხვადასხვა პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და მნიშვნელობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, ახალგაზრდებმა ასევე პრაქტიკული სავარჯიშოები და საინტერესო აქტივობები შეასრულეს, რაც მათ მომავალი პროფესიის უკეთ გააზრებაში დაეხმარებათ.
| უკან |



















