ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა მთლიანად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთა (აპლიკანტთა) რეგისტრაცია განხორციელდება 2023 წლის 22 მაისიდან 10 სექტმებრის ჩათვლით, ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე - http://vet.emis.ge ან/და ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის დისტანციური მხარდაჭერით ( ცხელი ხაზი: 557 36 40 44, 591 95 76 62).
მიღება გამოცხადებულია შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
- საექთნო განათლება (V დონე);
- აღმზრდელი (V დონე);
- საფინანსო სერვისები (III დონე);
- ბუღალტრული აღრიცხვა (V დონე);
- სატყეო საქმე (IV დონე);
- მებაღეობა (IV დონე);
- საბიბლიოთეკო საქმე (IV დონე).
ბსუ-ს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის პირობები
ბსუ-ს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პირის ჩარიცხვის პირობები განისაზღვრება პროგრამით, რომელიც ეყრდნობა პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონს, კანონქვემდებარე აქტებს და არსებობის შემთხვევაში, პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტს/პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტს.
პროგრამაზე დაშვების მექანიზმები
საბაზო და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე შერჩევის მექანიზმებს განსაზღვრავს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე შერჩევის მექანიზმი განისაზღვრება საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ.
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: vocational@bsu.edu.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე, ტელ.: 577 491 939
დანართი
უკან |