ბსუ-ში აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სურათი

აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიება გახსნა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის მოპოვების ისტორიაზე ისაუბრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერელურმა კონსულმა ბათუმში პარვიზ ისმაილზადამ. აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს, ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე, საერთო ისტორიულ მოვლენებსა და სამომავლო სტრატეგიებზე ისაუბრეს აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა და თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში რიზა ქაღან ილმაზმა.

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტს აზერბაიჯანის რვა წარმატებულ უნივერსიტეტთან აკავშირებს მრავალწლიანი თანამშრმლობა, ხორციელდება ორმხრივი გაცვლითი პროგრამები და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტები. ბსუ-ს საპატიო დოქტორმა ჰუსეინ ნაზიმ ოღლი ნაჯაფოვმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა