2-8 სექტემბერს, ბსუ-ში ტარდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის და განათლებისა და მეცნიერების პროგრესის ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია „საინჟინრო მეცნიერებათა პრობლემები“, რომელიც ეძღვნება სამეცნიერო-ტექნიკური ჟურნალის „მშენებლობა“ თხუთმეტი წლის იუბილეს. კონფერენციის ჩატარების მიზანია საინჟინრო მეცნიერებათა პრობლემების აღმოფხვრის საკითხების განხილვა. სესიაზე წარმოდგენილი იქნება მსოფლიოში ცნობილი მეცნიერების მოხსენებები საინჟინრო მეცნიერებათა პრობლემებზე, მათი ურთიერთგაცნობის და ერთობლივად პრობლემების გადაჭრის გზებზე.
კონფერენციის ორგანოზატორები:
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- სომხეთის არქიტექტურულ-სამშენებლო ნაციონალური უნივერსიტეტი;
- ა(ა)იპ განათლებისა და მეცნიერების პროგრესი;
- სამეცნირო-ტექნიკური ჟურნალი „მშენებლობა“.
კონფერენციის სექციები:
- სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობა, სატრანსპორტო მშენებლობა;
- ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობა და წაყალარინება;
- არქიტექტურის პრობლემები;
- სესმომედეგობა და სესმომედეგი მშენებლობა;
- საინჟინრო სისტემები და ანალიზი.
მონაწილეობის მიღების მსურველებმა 20 ივლისამდე უნდა მიაწოდონ თეზისები (არა უმეტეს ერთი გვერდისა) და სამეცნიერო სტატია 8 გვერდამდე ინგლისურ ენაზე (მინიმუმი ექვსი გვერდი) გაფორმებული ნიმუშის მიხედვით (Ms Word-ში).
იგეგმება მოხსენებათა თეზისების და სამეცნიერო სტატიების წიგნებად გამოცემა, რომელიც დარიგდება კონფერენციაზე რეგისტრაციის დროს, ასევე გაიცემა სერტიფიკატი.
კონფერეციის სარეგისტრაციო შესატანია 150 ლარი, რომლის ჩარიცხვა შესაძლებელი იქნება ა(ა)იპ „განათლებისა და მეცნიერების პროგრესის“ შემდეგ საბანკო ანგარიშზე:
მიმღები - სს „ბაზისბანკი“
ბანკის კოდი - CBASGE22
მიმღების დასახელება - ა(ა) იპ განათლებისა და მეცნიერების პროგრესი
IBAN – GE55 BS00 0000 0064 9360 17
გთხოვთ, თეზისები და სტატიები გადაუგზავნოთ გელა ყიფიანს ელფოსტაზე: gelakip@gmail.com, (გთხოვთ გადახდის ქვითარი დაასკანეროთ და გადმოგვიგზავნოთ), დეტალური ინფორმაციისათვის დარეკეთ შემდეგ ნომერზე: 591801188
უკან |